1.პროექტის სახელწოდება: ,, ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა - ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი"
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით: ქართული ხალხური ფოლკლორის მრავალფეროვნების გაცნობა კუთხეების მიხედვით.
3.პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის განხორციელება დაეხმარება ბავშვებს უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურას და გაიგონ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ცეკვები და სიმღერები ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად მსოფლიოს ქვეყნებში.
4.პროექტის მიზნები: კვლევის,დაგეგმვის,ურთიერთთანამშრომლობის,წარდგენის უნარების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 10 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: რაც ყველაზე მთავარია, ბავშვები შეისწავლიან ამა თუ იმ კუთხის მუსიკალურ ფოლკლორს,კულტურას,შეიძლება დახატონ კონკრეტული კუთხე,შექმნან ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტანნაცმლის ნიმუშები და მოაწყონ გამოფენა.შეასრულონ ამ კუთხის სიმღერები და ცეკვები.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,დამხმარე ლიტერატურა.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ):
I - საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა ეროვნული მუსიკალური ფოლკლორის მიმართ:
- მოსწავლეებმა გაარკვიონ რამდენად იცნობენ ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს - რა სიხშირით უსმენენ / ასრულებენ ხალხურ სიმღერას,ცეკვას?
- შეარჩიონ,თუ კონკრეტულად რომელ რეგიონზე (მუს.დიალექტზე) შეაჩერებენ ყურადღებას;
- დაასაბუთონ, რა ნიშნით გამოირჩევა მათ მიერ შერჩეული მუსიკალური დიალექტი,ანუ რა განსაკუთრებული თავისებურებების გამო შეიძლება მიჩნეულ იქნას იგი საქართველოს სავიზიტო ბარათად.
II - საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება:
- დაინტერესდნენ და გაარკვიონ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების მუს.ფოლკლორის თავისებურებებით(რომელ მოსაზღვრე ქვეყანაშია დამკვიდრებული ერთხმიანობა და რომელში მრავალხმიანობა;როგორ მოხდა,რომ ასეთ მონოდიურ გარემოცვაში საქართველოში ძირითადად მრავალხმიანობაა დამკვიდრებული?);
- გაეცნონ მეცნიერულ კვლევებს,ლიტერატურას,სადაც ქართული ხალხური პოლიფონიური აზროვნებისა და სხვა საინტერესო საკითხებია გაშუქებული(მაგ.ივ.ჯავახიშვილის -,,მუსიკის ისტორიის საკითხები");
- მოიძიონ და გაიცნონ შესასწავლი რეგიონის ხალხური მუსიკალური მასალის აუდიოჩანაწერები;
- პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისათვის ,შეისწავლონ და შეასრულონ რამდენიმე სიმღერა ან ცეკვა(შეძლებისდაგვარად).
III - პრეზენტაციის მომზადება და პრეზენტაცია:
- მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას და ინაწილებენ ფუნქციებს;
- წერენ ერთობლივად პრეზენტაციის თანმიმდევრობას - გეგმას;
- მოიძიებენ მუს.ჩანაწერებს,შეიძლება ეს იყოს ვიდეომასალა,სადაც შერჩეული რეგიონის ყოფის ამსახველი კადრები იქნება წარმოდგენილი(ჩაცმულობა,ხალხური ცეკვა,ფრაგმენტები მხატვრული ფილმებიდან...).
IV - პროექტის შეფასება:
- კითხვარის შედგენა;
-ინტერვიუ.
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- ხელოვნება - მოიძიებენ ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელ ნაკეთობებს,ნახატებს.
ქართული - დამახასიათებელი ლექსები,ნაწარმოებები,რომელშიც ასახული იქნება კონკრეტული კუთხე.
- კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმის შედეგებთან:
IX. 2.შეასრულებენ ქარტულ ხალხურ და სხვა ხალხთა სიმღერებს.
IX. 4.შეეძლება სასწავლო პროექტში მონაწილეობის მიღება.
IX. 8.იმსჯელებს ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე.
IX. 9.ისაუბრებს ხალხური სიმღერის სოციალურ დანიშნულებაზე.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი ): ნატო ძნელაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natodzneladze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: natodzneladze.blogspot.com