Wednesday, August 14, 2013

1.პროექტის  სახელწოდება: ,, ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა - ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი"
2.პროექტის  მთავარი  იდეა (თემა)1-2 წინადადებით: ქართული ხალხური ფოლკლორის მრავალფეროვნების  გაცნობა კუთხეების მიხედვით.
3.პროექტის  აქტუალობა: ამ პროექტის განხორციელება დაეხმარება ბავშვებს უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურას და გაიგონ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ცეკვები და სიმღერები ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად მსოფლიოს ქვეყნებში.
4.პროექტის  მიზნები: კვლევის,დაგეგმვის,ურთიერთთანამშრომლობის,წარდგენის უნარების განვითარება.
5.მონაწილეთა  ასაკი:    15 წელი
6.ვადები/ ხანგრძლივობა:  10 დღე
7.მოსალოდნელი  შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას: რაც ყველაზე მთავარია, ბავშვები შეისწავლიან ამა თუ იმ კუთხის მუსიკალურ ფოლკლორს,კულტურას,შეიძლება დახატონ კონკრეტული კუთხე,შექმნან ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტანნაცმლის ნიმუშები და მოაწყონ გამოფენა.შეასრულონ ამ კუთხის სიმღერები და ცეკვები.
8.პროექტისათვის  საჭირო  რესურსები: სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,დამხმარე ლიტერატურა.
9.პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ):
    I - საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა ეროვნული მუსიკალური ფოლკლორის მიმართ:
     - მოსწავლეებმა გაარკვიონ რამდენად იცნობენ ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს - რა სიხშირით უსმენენ / ასრულებენ ხალხურ სიმღერას,ცეკვას?
     - შეარჩიონ,თუ კონკრეტულად რომელ რეგიონზე (მუს.დიალექტზე) შეაჩერებენ ყურადღებას;
     - დაასაბუთონ, რა ნიშნით გამოირჩევა მათ მიერ შერჩეული მუსიკალური დიალექტი,ანუ რა განსაკუთრებული თავისებურებების გამო შეიძლება მიჩნეულ იქნას იგი საქართველოს სავიზიტო ბარათად.
  II  - საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება:
     - დაინტერესდნენ და გაარკვიონ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების მუს.ფოლკლორის თავისებურებებით(რომელ მოსაზღვრე ქვეყანაშია დამკვიდრებული ერთხმიანობა და რომელში მრავალხმიანობა;როგორ მოხდა,რომ ასეთ მონოდიურ გარემოცვაში საქართველოში ძირითადად მრავალხმიანობაა დამკვიდრებული?);
      - გაეცნონ მეცნიერულ კვლევებს,ლიტერატურას,სადაც ქართული ხალხური პოლიფონიური აზროვნებისა და სხვა საინტერესო საკითხებია გაშუქებული(მაგ.ივ.ჯავახიშვილის -,,მუსიკის ისტორიის საკითხები");
      - მოიძიონ და გაიცნონ შესასწავლი რეგიონის ხალხური მუსიკალური მასალის აუდიოჩანაწერები;
      - პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისათვის ,შეისწავლონ და შეასრულონ რამდენიმე სიმღერა ან ცეკვა(შეძლებისდაგვარად).
 III  - პრეზენტაციის მომზადება და პრეზენტაცია:
     - მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას და ინაწილებენ ფუნქციებს;
     - წერენ ერთობლივად პრეზენტაციის თანმიმდევრობას - გეგმას;
     - მოიძიებენ მუს.ჩანაწერებს,შეიძლება ეს იყოს ვიდეომასალა,სადაც შერჩეული რეგიონის ყოფის ამსახველი კადრები იქნება წარმოდგენილი(ჩაცმულობა,ხალხური ცეკვა,ფრაგმენტები მხატვრული ფილმებიდან...).
  IV  - პროექტის შეფასება:
       - კითხვარის შედგენა;
       -ინტერვიუ.
10.საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
    - ხელოვნება - მოიძიებენ ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელ ნაკეთობებს,ნახატებს.
    ქართული - დამახასიათებელი ლექსები,ნაწარმოებები,რომელშიც ასახული იქნება კონკრეტული კუთხე.
    - კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმის შედეგებთან:
    IX. 2.შეასრულებენ ქარტულ ხალხურ და სხვა ხალხთა სიმღერებს.
    IX. 4.შეეძლება სასწავლო პროექტში მონაწილეობის მიღება.
    IX. 8.იმსჯელებს ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე.
    IX. 9.ისაუბრებს ხალხური სიმღერის სოციალურ დანიშნულებაზე.
   
11.პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი ): ნატო ძნელაძე
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: natodzneladze@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი / ბლოგი: natodzneladze.blogspot.com